|
2017-06-09 15:22:18, 2070 ნახვა
ეკონომიკა
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს კიდევ ერთი ბენეფიციარი შეემატა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ამოქმედებიდან პროგრამას უკვე 24-ე ბენეფიციარი ჰყავს. ამჟამად კი ქალაქ თელავში პირველი ბრენდული 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Holiday Inn“ გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ კომპანიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მსოფლიოში ცნობილ სასტუმროების ჯგუფთან IHG (Intercontinental Hotel Group) რომელიც ითვალისწინებს ცნობილი ბრენდის Holiday Inn-ის ფრენჩაიზის ლიცენზიას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სასტუმროში 70 ადამიანი დასაქმდება, ხოლო სასტუმროს მმართველი საერთაშორისო კომპანია T3 Hospitality Management, მომსახურე პერსონალისთვის ჩაატარებს ინტენსიურ ტრენინგებს და სასტუმროს ამოქმედების დღიდან აქტიურად უზრუნველყოფს კადრების მუდმივ განვითარებას, რაც სამომავლოდ მომსახურების მაღალ ხარისხზე აისახება. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სასტუმროში 85 ოთახი, ღია საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი, მასაჟისა და ორთქლის ოთახი, 2 რესტორანი და 3 საკონფერენციო დარბაზი გაიხსნება. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცნობილი სარესტორნო ქსელის „კახელები“ პირველი რეგიონალური პროექტის გახსნა, რომლის მომსახურების და სანიტარული უსაფრთხოების სტანდარტები სრულად შეესაბამება საერთაშორისო ბრენდის მოთხოვნებს. ახალი სასტუმრო, რომელიც კახეთში, ქ. თელავში, რუსთაველის #2-ში გაიხსნება, 2018 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება და ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარებას.
(NS)
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)