|
2017-06-09 14:06:05, 2219 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: იმედია, ვინმე არ იეჭვებს, რომ კობახიძემ ვენეციის კომისიის დასკვნა მედიას მიაწოდა
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაზის განცხადებით, იმ ეტაპისთვის, როცა ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მედია საშუალებაში მოხვდა, ის მხოლოდ პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო. მდინარაძემ იმედი გამოთქვა, რომ არავის გაუჩნდება ეჭვი, თითქოს დოკუმენტი მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ მიაწოდა. "იმ ეტაპისთვის, როცა ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მედია საშუალებაში მოხვდა, როგორც ვიცი, მხოლოდ პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან იყო და იმედია, ვინმე არ იეჭვებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დოკუმენტი "ტაბულას" მიაწოდა. ეს წინასწარი, სამუშაო დოკუმენტია, რომელიც შესაბამისს პირებთან შენიშვნებისთვის იგზავნება და აუცილებელი არ არის, რომ ის გავრცელდეს. ვენეციის კომისია იმას ხისტად უდგება, რომ ეს დოკუმენტი არ არის საჯარო", - აღნიშნა მდინარაძემ. ამასთან, მდინარაზემ არ დააკონკრეტა არის თუ არა პრეზიდენტი დოკუმენტის გამავრცელებელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)