|
2017-06-09 13:09:37, 2692 ნახვა
სამართალი კომენტარი
ომბუდსმენის სასამართლო პროცესის საჯაროობასთან დაკავშირებით, ადვოკატების მოსაზრებას იზიარებს
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ღია უნდა იყოს. როგორც ნანუაშვილმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, თავიდანვე ამბობდა, რომ მხოლოდ გარკვეული სხდომების დახურვა იქნებოდა მიზანშეწონილი. „ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მხოლოდ გარკვეული სხდომების დახურვა იქნებოდა გამოსავალი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, რატომ უნდა იყოს მთელი პროცესი დახურული. ამის დამადასტურებელი რეალური არგუმენტები ვერ მოვისმინეთ, ამიტომ ჩვენც ვიზიარებთ იგივე მოსაზრებას“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა. ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვის სხდომა დღეს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)