|
2015-04-17 16:04:37, 562 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე მერიას ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"- თან მიმართებაში უუნარობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ დედაქალაქის მერია და ცენტრალური ხელისუფლება ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"- თან მიმართებაში უუნარობასა და კორუფციაში დაადანაშაულა. აბესაძე ფონდი "ქართუს" მიერ ევროპული ფესტივალისთვის შემოწირულობის სახით, 10 მლნ ლარის გამოყოფას არ ეთანხმება "თბილისი 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა ეს არის მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება, რომლის კარგად ჩატარება მთლიანად სახელმწიფოს იმიჯზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხდევათ, 2 კვირის უკან ცენტრალურმა ხელისუფლებამ და თბილისის მერიამ ერთობლივად გათვალა, რომ დამატებით 38 მლნ ლარი იყო საჭირო- ჯამში 130 მლნ ლარზე მეტი იხარჯება მხოლოდ თბილისის მერიიდან ოლიმპიადისთვის და აღმოჩნდა, რომ სადღაც ნაგვის გატანისა და ასფალტის მოწესრიგებისთვის, ასევე კანალიზაციის მოწესრიგებისთვის, კიდევ 10 მლნ ლარი ყოფილა საჭირო. ასეთი უუნარო და არაორგანიზებული დამოკიდებულება ქალაქის მთავრობისა დ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ამ ოლიმპიადისადმი, გამოივწევს იმას, რომ იქნება ძალიან ბევრი ხარვეზი და საქართველოს, როგორც ასეთი სპორტული ღონისძიებების ჩატარების ადგილისთვის, იმიჯი მნიშვნელოვნად შეილახება. მოვუწოდებ ნარმანიას, საკუთარი უუნარობა და კორუფცია ასეთ პროექტთან მიმართებაში მაინც გადადოს გვერდზე და იმუშაონ იმისათვის, რომ ოლიმპიადისთვის ყველაფერი მზად იყოს",-განაცხადა ირაკლი აბესაძემ. ცნობისთვის, ოლიმპიადა "თბილისი 2015"-სთვის ფონდ "ქართუს" მიერ დამატებით 10 მლნ ლარია შემოწირული, რომელიც გათვალისწინებულია ოლიმპიური სოფლის წყლით მომარაგებისა და მისასვლელი გზების კეთლმოწყობისათვის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)