|
2017-06-09 12:00:20, 2179 ნახვა
ეკონომიკა
წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ I კვარტალში 403.3 მილიონი დოლარი შეადგინა
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის I კვარტალში 403.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 3.7 პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის I კვარტალში უმსხვილეს პირდაპირ ინვესტორებში პირველ საქსტატის ცნობით, 2017 წლის I კვარტალში უმსხვილეს პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებში პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 24.1%-ით, მეორე ადგილზე - თურქეთი 20.2 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფო - 19.8 პროცენტით. სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2017 წლის I კვარტალში 74.6 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 141.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 80.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - საფინანსო სექტორი 79.6 მლნ. აშშ დოლარით.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)