|
2017-06-08 16:15:45, 2316 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა. "ორი კვირის განმავლობაში მზადდებოდა სარჩელი. თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზის მიმართ ცილისწამების, პატივის, ღირსების შელახვის თაობაზე სარჩელი ამ დღეებში, შეიძლება ხვალაც შევიდეს, არ არის გამორიცხული“,-განაცხადა ადვოკატმა. რაც შეეხება 30 მაისს სახალხო დამცველის სასამართლო პროცესზე არ დაშვებას, ფანცულაიამ აღნიშნა, რომ ომბუდსმენს ყველანაირი სამართლებრივი უფლება აქვს ხვალინდელ პროცესებს დაესწროს. „მე როგორც ინფორმაცია მაქვს სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა სასამართლოს, სამართლებრივად დასაბუთებულად. იმედი მაქვს, რომ ამ სამართლებრივ დასაბუთებაზე კანონიერ გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე და მიეცემა საშუალება, რომ ხვალიდან დაესწროს პროცესებს. იურიდიულად ყველანაირი უფლება აქვს სახალხო დამცველს, რომ დაესწროს აღნიშნულ პროცესებს“, - აღნიშნა ფანცულაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)