|
2017-06-08 16:10:15, 2014 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: პრინციპულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს
„პრინციპულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს და ის საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ბოლო წლების დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოში მიწის თავისუფლად გაყიდვის შემთხვევაში, არანაირი დიდი ინვესტიცია არ იდებოდა. „საერთოდ, არაერთხელ მითქვამს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ეს არის კონსერვატიული საქმიანობა. ფერმერი თავის გადაწყვეტილებებში კონსერვატორია, ის საზღვარგარეთ არ აკეთებს ინვესტიციებს. დარგის განვითარებაზე ეს უარყოფითად არ იმოქმედებს, პირიქით, ვფიქრობ, ეს იქნება რესურსი, რომელსაც მეტი პასუხისმგებლობით მოექცევა რესურსის მფობელი, მეტად გავუფრთხილდებით და საბოლოო სოფლის მეურნეობის განვითარების დინამიკას ეს ნამდვილად არ შეუშლის ხელს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების აკრძალვა, დარგის განვითარებაზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)