|
2017-06-08 15:51:17, 882 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, ჰოსპიტალ „მედცენტრში“ უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
10 ივნისს, 11:00 საათიდან ამიერკავკასიის ექიმთა ლიგისა და ჰოსპიტალ "მედცენტრის" ორგანიზებით ადგილობრივი მოსახლეობის უფასი გასინჯვების ჩატარდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქცია ჩატარდება შემდეგი დაავადებების მიხედვით: პულმონოლოგია ფილტვის სხვადასხვა დაავადებები, ხველა (მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი ბ.ნ - კახა ვაჭარაძე); გასტროენტეროლოგია -კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და სხვა გასტროენტეროლოგიური დაავადებები (მედიცინის აკადემიური დოქტორი პროფესორი ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის გასტროენტეროლოგიური და ინფექციური დაავადებების ასოციაციის პრეზიდენტი ბ.ნ - ირაკლი ხმალაძე); ალერგოლოგია – ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუქტივიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ატოპიური დერმატიტი და სხვა ალერგოზები (მედიცინის აკადემიური დოქტორი,პროფესორი,ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დამფუძნებელი ქ.ნ - ბარბარე ბეზარაშვილი); დერმატოლოგია – კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ვირუსული მეჭეჭებისა და პაპილომების მოჭრა ელექტროკოაგულაციური მეთოდით (კანისა და ვენსნეულებათა ინსტიტუტის დერმატოლოგ–ვენეროლოგი მედიცინის დოქტორი ქ.ნ - ხათუნა ღურჭუმალიძე); ორთოპედ - ტრავმატოლოგია (მედიცინის აკადემიური დოქტორი,პროფესორი ბ.ნ ჯემალ ჭუმბურიძე); რევმატოლოგია - ( მედიცინის აკადემიური დოქტორი,პროფესორი მანანა ჩახნაშვილი); კომპიუტერული სპირომეტრია. 9-10 ივნისს ლიგის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და ჰოსპიტალ "მედცენტრის" მხარდაჭერით ჩატარდება ადგილობრივი ექიმებისთვის ტრენინგი. თემებზე: ხველის თანამედროვე მენეჯმენტი და მათი მართვის პრინციპები; კუჭ ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა მართვის თანამედროვე მენეჯმენტი. უფასო სამედიცინო აქცია და ტრეინინგი ჩატარდება ჰოსპიტალ "მედცენტრში". მისამართი: პუშკინის ქ. N118
(NS)
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)