|
2017-06-08 12:34:48, 2257 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვაზე: ეს ჩანაწერი ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის მოთხოვნას ეხმიანება
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სწორედ ასეთი ფორმულირება ექნება კონსტიტუციაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების აკრძალვას. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნული ჩანაწერი საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მოთხოვნას ეხმიანება და ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა აუცილებლად უნდა მიიღოს: „ანუ, ფორმულირება იქნება შემდეგი-სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს. ვფიქრობ, ეს ჩანაწერი პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნას, რომელიც ჩვენს მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას გააჩნია. ვფიქრობთ, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს მმართველმა გუნდმა“,-აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)