|
2017-06-07 20:08:25, 2212 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში DCFTA-ს საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
7 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში DCFTA-ს საკონსულტაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე დაესწრო. შეხვედრაზე, საკონსულტაციო ჯგუფის წესდების შესაბამისად, ჯგუფის წევრებმა აირჩიეს ახალი თავმჯდომარე, რომელიც უხელმძღვანელებს ჯგუფის მუშაობას მომავალი ერთი წლის განმავლობაში. თავმჯდომარედ არჩეულ იქნა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი ნატო ჩიქოვანი. შეხვედრის მონაწილეებს გენადი არველაძემ 2016 წლის განმავლობაში DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ასევე გააცნო უახლესი მიღწევები DCFTA-ს სფეროში. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ საქართველოდან თაფლის ექსპორტის დაშვებასა და ევროკავშირში საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის აღიარების შესახებ. გენადი არველაძემ ჯგუფის მონაწილეებს წარუდგინა DCFTA-ს შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი ვებგვერდი და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ვებგვერდის იმ ფუნქციებზე, რაც დაეხმარება დაინტერესებულ პირებს, მათ შორის მეწარმეებს საქართველოში წარმოებული პროდუქტების და მომსახურების ევროკავშირში ექსპორტის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაში. საკონსულტაციო ჯგუფის წევრების მიერ გამოითქვა სხვადასხვა სახის წინადადებები ვებგვერდის კიდევ უფრო დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი -საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებმა. (NS)
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)