07:17 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 17:01:32, 2254 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და მჭიდრო კონტაქტებს საქართველოსთან

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო საქართველოსთან მჭიდრო მუშაობასა და კონტაქტს აგრძელებს. 

შესაბამისი განცხადება სტოლტენბერგმა ბრიუსელშ, ნატო-ს შტაბ-ბინაში მონტენეგროს დროშის აღმართვის ცერმონიამდე გააკეთა. 

როგორც სტოლტენბერგმა ღნიშნა, ალიანსს საქართველოსთან აქვს არსებითი პაკეტი, ერთობლივი ცენტრი, საქართველოში გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა და ეს მომავალშიც გაგრძელდება. 

 "ნატო-ში მონტენეგროს მიღება აჩვენებს,  რომ ნატო-ს კარი ღიაა და  ქვეყნებს, რომლებიც ატარებენ რეფორმებს, თავდაცვის მოდირნიზებას, პატივს სცემენ კანონის უზენაესობას და აძლიერებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ისევე აქვთ შესაძლებლობა, გახდნენ ნატო-ს წევრები, როგორც მონტენეგრო. საქართველოსთან ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. გვაქვს არსებითი პაკეტი, მუშაობს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი. ცოტა ხნის წინ თბილისში გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ძალიან ახლო პოლიტიკური დიალოგი,  პრაქტიკული თანამშრომლობა, რაც გაგარძელდება. ამ ყველაფერს წვლილი შეაქვს, ეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში“,-აღნიშნა სტოლტენტებერგმა. 

ცნობისთვის, 5 ივნისს მონტენეგრო ნატო-ს 29-ე წევრი გახდა. აღსანიშნავია, რომ დღეს ნატო-ს შტაბ ბინასთან მონტენეგროს შროს აღმართვის ცერემონია გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics