|
2017-06-07 15:13:57, 2374 ნახვა
მსოფლიო
ირანში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
ირანის პარლამენტსა და მავზოლეუმზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მესამე ტერაქტის აღკვეთა შეძლეს. როგორც მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია აღნიშნულ 12 გარდაცვლილთა შორის არიან თუ არა თავდამსხმელები. BBC-ის ცნობით, 4 თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ირანის დედაქალაქ თეირანში პარლამენტის შენობაში ტერორისტები შეიჭრნენ. თავდამსხმელებმა შენობაში მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მძევლად 5 ადამიანი ჰყავდათ აყვანილი. პარალელურად კიდევ ერთი თავდასხმა იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე განხორციელდა, სადაც ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაშავდა 5 ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)