|
2017-06-07 14:36:09, 2293 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება კომენტარი
კობახიძე: თუ „ენმ“ უდუმაშვილს დამოუკიდებელ კანდიდატად დააყენებს, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი „ბრენდის“ თავად ეშიანიათ
ისეთი კანდიდატის პირობებში, როგორიც კახი კალაძეა, პარტიის პროგრამა მინიმუმი, როგორიც არის პირველ ტურში გამარჯვება, აუცილებლად შესრულდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის შეფასებით, თბილისის მერის თანამებობაზე ოპოზიციის არც ერთ კანდიდატს შანსი არ აქვს. „რაც შეეხება გეგმებს, ჩვენ დავასახელებთ კანდიდატს, მას შემდეგ რაც პოლიტსაბჭო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. თუ კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ჩვენ პროგრამა მინიმუმი, პირველ ტურში გამარჯვება, უპირობოთ იქნება შესრულებელი ყოველგვარი სირთულეების გარეშე. არა მხოლოდ უდუმაშვილს, არამედ ოპოზიციის არცერთ კანდიდატს არა აქვს შანსები იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატის კონკურენტი იყოს. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ უდუმაშვილს დამოუკიდებელ კანდიდატად დააყენებს, ეს ნიშნავს, რომ თავად ეშიანია საკუთარი ბრენდის", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე. შეგახსენებთ, რომ კიევიდან დაბრუნებულმა ტელეწამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა დაადასტურა, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" თბილისის მერობის კანდიდატურაზე შეთავაზება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)