|
2017-06-07 13:44:27, 2283 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
კობახიძე: ტერმინი მთავარსარდალი არ ნიშნავს, რომ თავდაცვის სფეროს პრეზიდენტი უნდა მართავდეს
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტერმინი მთავარსარდალი არ ნიშნავს, რომ თავდაცვის სფეროს პრეზიდენტი უნდა მართავდეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის მაღალი სიმბოლური სტატუსი მის კომპეტენციებს არ ნიშნავს. „რამდენიმე წლიანი გამოცდილება გვაქვს საპარლამენტო მართველობის. ბუნებრივია, ხალხს უკვირს რას ქვია, სახელმწიფოს მეთაური ქვეყანას არ მართავს, რას ქვია მთავარსარდალი ჯარს ბრძანებას არ აძლევს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არის საპარლამენტო მართველობა. პრეზიდენტის მაღალი სიმბოლური სტატუსი არ ნიშნავს მის კომპეტენციებს. სტატუსსა და კომპეტენციებს შორის არის მხოლოდ არაპირდაპირი კავშირი. მაღალი სტატუსი პრეზიდენტს უნდა დარჩეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კომპეტენციები არასწორად დარეგულირდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)