|
2017-06-07 13:21:20, 2411 ნახვა
მსოფლიო
ირანის პარლამენტსა და მავზოლეუმზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო
ირანის პარლამენტსა და მავზოლეუმზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, - ამის შესახებ დაჯგუფებასთან დაახლოებული სააგენტო AMAQ იუწყება. "ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ირანის პარლამენტსა და მავზოლეუმზე, თავდასხმა განახორციელეს", - წერს სააგენტო. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ირანის დედაქალაქ თეირანში პარლამენტის შენობაში ტერორისტები შეიჭრნენ. თავდამსხმელებმა შენობაში მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მძევლად 5 ადამიანი ჰყავდათ აყვანილი. ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაირუპა, მათ შორის დაცვის ერთი წევრი. პარალელურად კიდევ ერთი თავდასხმა იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე განხორციელდა, სადაც ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაშავდა 5 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)