|
2017-06-07 12:39:59, 2174 ნახვა
სამართალი
მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, ევროსაბჭოში დოკუმენტაციის გაგზავნა, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე დასრულდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით საბუთები მზადდება. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის მიერ შერჩეულ სამ კანდიდატთან დაკავშირებით ევროსაბჭოში შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნა, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე დასრულდება. „მთავრობამ დაამტკიცა სამი კანდიდატი, ბატონი ლადო ჭანტურია, ქალბატონი სოფიო ჯაფარიძე და ბატონი შოთა გეწაძე. მზადდება თითოეულ მათგანთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელსაც მათგან ითხოვს ევროპის საბჭო. მზადდება სახელმწიფოს მხრიდან საბუთები გასაგზავნად. ალბათ, ამ კვირის ბოლომდე დასრულდება გადაგზავნის პროცესი. შემდეგ გველის წინ სამეტაპიანი პროცედურა, პირველი არის ძირითადად სტრასბურგის ყოფილი მოსამართლეებისგან შემდგარი ფილტრაციის კომიტეტი, რომელმაც საბუთების მიხედვით უნდა დაახასიათოს და შეაფასოს თითოეული მათგანი. შემდეგ თვითონ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის კომიტეტი, სადაც გვყავს ქალბატონი ეკა ბესელია წევრად. იქ მოხდება სიის დასაშვებობაზე მსჯელობა, დასაშვებობის შემთხვევაში, კანდიდატებთან გასაუბრება და ერთი, ან მეტი კანდიდატისთვის რეკომენდაციის მიცემა, კენჭი ეყაროს შემოდგომაზე ასამბლეაზე ამ სამ კანდიდატურას“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)