|
2017-06-07 11:51:03, 2238 ნახვა
სამართალი კომენტარი
მუსტაფა ჩაბუქის მეუღლე: გვითხრეს, რომ ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით პასუხი 10 თვეში იქნება
დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის თუბა ჩაბუქის განცხადებით, ლტოლვილთა სამინისტრო მისი მეუღლის ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, 10 თვეში მიიღებს. თუბა ჩაბუქმა აქციის მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობას სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. „მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და ყველას, ვინც აქ შეიკრიბა. თქვენი თანადგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენი შეკრებილი ადამიანი იმედს მაძლევს, რომ ჩემი ქმარი გადარჩება და ყველაფერი კარგად იქნება. მინდა სამართლიანობამ გაიმარჯვოს და სწორედ ამას ვითხოვ. რა თქმა უნდა არ მინდა, რომ ჩემი ქმარი თურქულ მხარეს გადასცენ. ლტოლვილთა სამინისტროს მივმართეთ და მოვითხოვეთ სტატუსის მინიჭება. როგორც გვითხრეს 10 თვეში იქნება პასუხი და კარგის იმედი გვაქვს“, - განაცხადა თუბა ჩაბუქმა. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)