|
2017-06-07 09:46:22, 2193 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
თალაკვაძე მუხთარლის საქმეზე: ამოღებულია 30-ზე მეტი ჩანაწერი - ბაქოს ჟურნალისტის დაკითხვის მოთხოვნით უკვე მივმართეთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა 30-ზე მეტი ვიდეოჩანაწერი ამოიღეს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ქართულმა მხარემ უკვე მიმართა აზებაიჯანის მხარეს მოთხონვნით, რომ ქართველ გამომძიებლებს მუხთარლის გამოკითხვის საშუალება აზერბაიჯანში მიეცეთ. „სასამართლო განჩნებებით უკვე ამოღებულია 30-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. ტომარა რომ მოგეხსნათ, ბატონი შალვა (ხუციშვილი) დეტალურად მოგიყვებოდათ ამის შესახებ. ასევე მიდის სკანირების ეტაპი ტელეანძებთან დაკავშირებით. იქ არის რამდენიმე ათასი ზარი განხორციელებული, იმ მონაკვეთში. ესეც სამართალდამცავებმა უნდა გაშიფრონ, თუ ვინ როდის იმყოფებოდა იმ მოკვაეთში. ასზე მეტი ადამიანია დაკითხული ამ საქმეზე და კიდევ მიმდინაროებს ეს პროცესი. საქართველომ უკვე მიმართა აზერბაიჯანის მხარეს და მოითხოვა უზრუნველყოფა, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხონ ბატონი მუფთარლი აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. და ეს დაკითხვის ოქმიც დაერთოს საქმეს", - განაცხადა თალაკვაძემ. იგი მუფთარლის გარაცების საქმეში ქართული მხარის ჩართლობას გამორიცხავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)