|
2017-06-06 17:34:57, 1965 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე: ინსინუაციებსა და სპეკულაციებს უნდა მორჩნენ
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეულ ინსინუაციებს და სპეკულაციებს მორჩნენ. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა მიიღოს. "როგორც ჩემთვის ცნობილი ხდება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზრის გამოთქმას ეხმაურება. არ მინდა, დავიჯერო, რომ ისინი აზრის გამოთქმასაც კრიტიკულად უყურებენ, ეს ვის მიერაც არ უნდა იყოს გახმოვანებული. რაც შეეხება კონსულტაციებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედებები და განცხადებები საკმაოდ უცნაურია და სინთეზშია. ისინი თავიდან პროცესში მონაწილეობას არ იღებდნენ, ამის შემდეგ საერთო-სახალხო განხილვებში მონაწილეობა ნაწილობრივ მიიღეს და დღეს კიდევ რაღაც კონსულტაციებს გვთავაზობენ. უკვე მიმდინარეობს საპარლამენტო განხილვები და მათ შეუძლიათ, ნებისმიერი კომიტეტის სხდომას, რომელიც გახსნილია, დაესწრონ და აზრი სააფიქსირონ. ჩემი აზრით, ამ პროცესთან დაკავშირებით გარკვეულ ინსინუაციებსა და სპეკულაციებს უნდა მორჩნენ", - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)