|
2017-06-06 14:55:46, 2142 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
პრემიერი მედპერსონალს: ჩვენს მთავრობას არ ახასიათებს, გადავთელოთ თქვენი ინტერესები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მზადაა, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მედპერსონალს დღესვე შეხვდეს და მათი პრობლემები დეტალურად მოისმინოს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მედიკოსების აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა დაბალანსებული გადაწყვეტილება მოძებნოს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, არც ერთი პროფესიონალის ღვაწლი არ დაიკარგოს. „რამოდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი შექმენით. მე შემიძლია, დღესვე შეგხვდეთ თქვენ. ამ ფორმატში ძალიან რთული იქნება ამ პრობლემაზე მსჯელობა. ერთი რამ ცხადია, სახელმწიფომ როდესაც გაასხვისა, მაშინ მე რამდენადაც ვიცი, პროფილის შენარჩუნების ვალდებულება ჰქონდა და არავინ აპირებს, კორპუსების აშენებას. გავერკვიოთ ამ საკითხში. ჩვენს მთავრობას არ ახასიათებს, გადავთელოთ თქვენი ინტერესები. ეს არ არის ჩვენს ინტერესში. ჩვენს ინტერესშია, რომ კვალიფიციური ადამიანები მუშაობდნენ იქ, სადაც მუშაობენ. მაგრამ ჩვენი ინტერესი ისიცაა, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც მომსპარია, გაკეთდეს და ამის გაკეთება მხოლოდ სახელწმიფოს არ შეუძლია, ალბათ, კერძო სექტორთან ერთობლივად უნდა გაკეთდეს ისე, რომ პროფესიონალი ექიმების ინტერესი დაცული იყოს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა აქციის მონაწილეებთან საუბრისას. პრემიერი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)