|
2017-06-06 14:42:42, 2449 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა 130 პირისთვის, მათ შორის ფეთჰულა გიულენისთვის, მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება 130 პირისთვის, მათ შორის მუსლიმი მქადაგებლისთვის ფეთჰულა გიულენისთვის, მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, - ამის შესახებ Anadolu იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება სამთავრობო გაზეთ Resmi Gazetе-ში გამოქვეყნდა. როგორც Anadolu იტყობინება, თუ აღნიშნული პირები თურქეთში 3 თვის განმავლობაში არ დაბრუნდებიან, მათ მოქალაქეობა ჩამოერთმევათ. მედიის ცნობით, სიაში ის ადამიანები არიან, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, გასული წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას ცდილობდნენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 2016 წლის 16 ივლისს მოხდა, რის შედეგადაც 249 ადამიანი დაიღუპა, 2 ათასზე მეტი ადამიანი მძიმედ დაშავდა. აღნიშნულს მრავალი აქცია და დაკავებები მოჰყვა. თურქეთის ხელისუფლება მომხდარის ორგანიზებაში მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. ამჟამად გიულენი აშშ-ში ცხოვრობს, ხოლო ამერიკა მის ექსტრადირებაზე უარს აცხადებს. თავად გიულენი ბრალდებებს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)