|
2017-06-06 13:12:22, 2238 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
კონგოში ტყვედ აყვანილი მფრინავის ძმა: გავრცელებული ვიდეო ორი თვის წინ მაქვს ნანახი (ვიდეო)
კონგოში ამბოხებულების ტყვეობაში მყოფი ქართველი მფრინავის ძმის გიორგი ოსურაულის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც მფრინავი ოჯახის წევრებს მიმართავს, მან ორი თვის წინ ნახა. როგორც ოსურაულმა აღნიშნა, ჩანაწერი ახალი არ არის და ვერ დაასტურებს, რომ მისი ძმა ცოცხალია. ამასთან გიორგი ოსორაულის თქმით, ამ ეტაპისტვის არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება არსებობს, რომ მფრინავი დაღუპულია. ცნობისთვის, 24 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგი გამართა, სადაც მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ განაცხადა, რომ ქართველი მფრინავი შესაძლოა, გარდაცვლილი იყოს. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსურაული მართავდა. სოსო ოსურაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)