|
2017-06-06 12:22:19, 2261 ნახვა
მსოფლიო
ლონდონის მერი დონალდ ტრამპს დაუპირისპირდა - „არ ვფიქრობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ვიზიტისას წითელი ხალიჩა უნდა გავუშალოთ“
ლონდონის მერი სადიქ ხანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპი ს ვიზიტის არ მიესალმება, - ამის შესახებ The Guardian იუწყება. როგორც ხანმა აღნიშნა, ტრამპი ბრიტანეთის ფასეულობებს არ იზიარებს. მედია საშუალების ინფორმაციით, სადიქ ხანსა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირება 4 ივნისს ლონდონში მომხდარი ტერაქტის შემდეგ დაიწყო. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ტერაქტთან დაკავშირებით ლონდონის მერის რეაქცია გააკრიტიკა. ტერაქტის შემდეგ სადიქ ხანმა აღნიშნა, რომ მოსახლეობა პანიკაში არ უნდა ჩავარდეს და გაძლიერებული ზომები ლმობიერად მიიღოს, სწორედ ეს გახდა ტრამპის მიერ კრიტიკის საბაბი. აღნიშნულ კრიტიკას ხანმა უპასუხა და განაცხადა, რომ "არ მისცემს დონალდ ტრამპს იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში შეხედულებათა გაყოფა განახორციელოს". "არ ვფიქრობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს წითელი ხალიჩა უნდა გავუშალოთ იმ სიტუაციაში, როდესაც მისი პოლიტიკა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ", - აღნიშნა სადიქ ხანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)