|
2017-06-06 11:24:48, 2244 ნახვა
სამართალი
მსჯავრდებულები საკნებში დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით გადანაწილდებიან
პენიტენციური დაწესებულებების საკნებში ბრალდებულები/მსჯავრდებულები დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით გადანაწილდებიან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით, ცვლილებები, რომელიც საკნებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით განთავსების საკითხს შეეხება, პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებში შევიდა. ცვლილებების საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებებში, როგორც წესი, საკნებში სხვა კატეგორიის დანაშაულში ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოათავსებენ ისეთ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი/მსჯავრდებულნი არიან სამოხელეო, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ, ფულად-საკრედიტო სისტემაში, საფინანსო საქმიანობის სფეროში, სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაულებსა და კიბერდანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნული ცვლილება უკვე ძალაშია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)