|
2017-06-06 11:02:57, 2256 ნახვა
მსოფლიო
ლონდონის ტერაქტის საქმეზე დაკავებული 12-ვე პირი გაათავისუფლეს
სკოტლენდ იარდმა ლონდონის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 12-ვე დაკავებული გაათავისუფლა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 12-ვე პირი ლონდონის ერთ-ერთ რაიონში, ბარკინგში ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ ამავე უბანში ტერაქტში ბრალდებული 2 პირის ცხოვრობდა. მათი ვინაობა სკოტლანდ იარდმა უკვე დაასახელა. ტელეკომპანია SkyNews-ის ცნობით, მიკროავტობუსში, რომლითაც თავდასხმელები გადაადგილდებოდნენ, სამართალდამცველებმა ე.წ. მოლოტოვის 3 კოქტეილი აღმოაჩინეს. მედიისინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო უწყება კი, ამ დრომდე ეძებს ტერაქტის შემდეგ გაუჩინარებულ 2 მოქალაქეს. საფრანეთის მოქალაქეები ირიცხებიან თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორისაც. არსებული ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად 1 ფრანგი დაიღუპა და 8 დაშავდა. შეგახსენებთ, შაბათს ლონდონში ინციდენტი ორ ადგილას მოხდა. თავდაპირველად, ლონდონის დროით 22:15 საათზე მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე მოქალაქეებს დაეჯახა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მოქალაქეებს თავს სავაჭრო უბან Borough Market-ში დაესხნენ, რომლის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ტერორისტული აქტის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)