|
2017-06-06 10:51:30, 2368 ნახვა
მსოფლიო
სკოტლანდ იარდმა ლონდონის ტერაქტის შემსრულებლების ვინაობა დაასახელა
ლონდონის პოლიციამ ტერაქტის მოწყობაში ორი ბრალდებულის ვინაობა დაასახელა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 3 ბრალდებულიდან ორის სახელი და გვარი უკვე ცნობილია. ესენი არიან: 27 წლის ჰურამ შაზად ბატტი და 30 წლის რაშიდ რედუანი. სკოტლანდ იარდის ცნობით, ორივე ბრალდებული ლონდონის მკვიდრია. როგორც BBC წერს, სამივე თავდამსხმელი ტერაქტის დროს იყო ლიკვიდირებული. მესამე მონაწილის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. მედიის ცნობით, ჰურამ შაზად ბატტი სპეცსამსახურებისთვის ცნობილი იყო, ხოლო მეორე თავდამსხმელი მას საქმეები არ ფიგურირებდა. შეგახსენებთ, შაბათს ლონდონში ინციდენტი ორ ადგილას მოხდა. თავდაპირველად, ლონდონის დროით 22:15 საათზე მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე მოქალაქეებს დაეჯახა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მოქალაქეებს თავს სავაჭრო უბან Borough Market-ში დაესხნენ, რომლის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ტერორისტული აქტის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)