|
2017-06-05 17:16:27, 2130 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ხშირად კეთდება არასერიოზული განცხადებები
"პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ხშირად კეთდება სამწუხაროდ არასერიოზული და დესტრუქციული განცხადებები, რომელიც ნამდვილად ხელს უშლის კონსენსუსის ჩამოყალიბებას საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა კობახიძე აბაშიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განმარტა რომ პარლამენტი მუშაობს ჩამოყალიბდეს ძალიან დახვეწილი საკონსტიტუციო პროექტი. "მე პრეზიდენტის განცხადებებზე აღარ გავაკეთებ კომენტარებს.დღეს მოვერიდები რაიმე კონკრეტული კომენტარის გაკეთებას. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩამოყალიბდეს ძალიან დახვეწილი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის მთავარი მიზანია ის რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოირიცხოს ყოველგვარი ავტოკრატია ჩვენს ქვეყანაში და უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიული პრინციპების განვითარება. ეს არის ამოცანა, დანარჩენი არის სპეკულაციები", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, აბაშიშვილის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის სულისკვეთება გიორგი მარგველაშვილზე ანგარიშსწორება იყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)