|
2017-06-05 15:53:23, 2385 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნადირაშვილი: ბადაშვილი გადაჰყავთ მთავარ პროკურატურაში, სადაც ჯერჯერობით ფარცხალაძის გავლენები შენარჩუნებულია
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გიორგი ბადაშვილის გადაყვანა მთავარ პროკურატურაში ეს ნიშნავს, რომ ფარცხალაძეს ბიძინა ნამდვილად გაუწყრა და მას მოუწევს პოზიციების ნელ-ნელა დათმობა. მისი თქმით ბადაშვილს პოზიციების დათმობა ამ მთავარ პროკურატურაში გადასვლის მიუხედავად მოუწევს, ხოლო ფარცხალაძე კანონის წინაშე პასუხს მაინც აგებს. ,,იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მე მაქვს ასე ვუყურებ ამ საკითხს. ის აკონტროლებს მთავარ პროკურატურას, აკონტროლებდა ფინანსურ სამსახურს ფინანსთა სამინისტროში. ეხლა ეს წრე მისთვის ვიწროვდება და ბადაშვილი გადაჰყავთ სწორედ მთავარ პროკურატურაში, სადაც ჯერჯერობით ფარცხალაძის გავლენები შენარჩუნებულია. ვთვლი, რომ მას პოზიციების დათმობა მაინც მოუწევს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სადაც არ უნდა გადაიყვანონ მისი კადრები, ფარცხალაძემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე,’’ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)