|
2017-06-03 18:13:16, 2552 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატი: აფგან მუხთარლი 4 პირმა დააკავა, მათგან 3-ს საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატები საქართველოს მთავარ პროკურატურას მათი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ უფლებადამცველებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. როგორც ადვოკატმა პემატ კარიმლიმ აღნიშნა, ჟურნალისტი 4 პირმა დააკავა, რომელთაგან 3 საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში იყო ჩაცმული, ხოლო ერთს სამოქალაქო სამოსი ეცვა. ამასთან, ადვოკატის თქმით, აფგან მუხთარლის თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სხვა მანქანაში გადასვეს. უფლებადამცველმა ჟურნალისტზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ პირები რომლებმაც ის დააკავეს, პერიოდულად, რეკავდნენ და ვიღაცას ტელეფონით ანგარიშს აბარებდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქართველი ადვოკატები, ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით, ითხოვენ გამოძიება პროკურატურამ დაიწყოს. ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშილი არ გამორიცხავს, თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)