|
2017-06-03 13:59:49, 2354 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ნარმანია: მრავალსართულიან პარკინგებზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მრავალსართულიან პარკინგებზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ტექნიკური დოკუმენტაცია დასრულებულია. "თბილისის მერიამ ტექნიკური დოკუმენტაცია უკვე ჩაიბარა. მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდა კონკრეტული ადგილების შერჩევა. ეს ადგილები შესწავლილია კომერციული თვალსაზრისით და 10-ვე ადგილი არის მიმზიდველი. ამჟამად მიმდინარეობს თვითონ გამოსაცხადებელი დოკუმენტაციის მომზადება, რომლის შემდეგაც იქნება გამოცხადებული ტენდერი. ერთ-ერთი ადგილი არის მერიის მიმდებარე ტერიტორია, კიდევ ერთი პარკინგი იქნება ფილარმონიასთან და ასევე დინამოსთან", - აღნიშნა თბილისის მერმა. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მასშტაბით 10 ყველაზე დატვირთულ ადგილას მრავალსართულიანი პარკინგები აშენდება. შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგია, ხოლო ერთი მერიასთან მიწისზედა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)