|
2017-06-03 11:16:44, 2025 ნახვა
კომენტარი
ალექსანდრე ჯეჯელავა: სოფლის სკოლებში პედაგოგების მთავარი პრობლემა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა ცოდნის დაბალი დონე, ძირითადად, რეგიონებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში გამოიკვეთა. ჯეჯელავა თვლის, მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგების გარეშე ხარისხიანი სწავლება შეუძლებელია. მინისტრის თქმით, რეგიონების სკოლებში განათლების დაბალი დონე იმით არის განპირობებული, რომ მასწავლებელთა კორპუსი წლების განმავლობაში არ იცვლება. "ეროვნული სასწავლო გეგმა სოფლის სკოლებში საფუძვლიანად არ მუშაობს და მისი გაუმჯობესებაა საჭირო", - განაცხადა ჯეჯელავამ. თბილისში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მონაწილეობს. კონფერენციის თემაა: „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)