|
2017-06-02 14:24:31, 2810 ნახვა
მსოფლიო
აშშ პარიზის კლიმატური ცვლილებების შესახებ მიღებული შეთანხმებიდან გადის - „ეს პლანეტის წინაშე დაშვებული შეცდომაა“
ამერიკის შეერთებული შტატები პარიზის კლიმატური ცვლილებების შესახებ 2015 წელს მიღებული შეთანხმებიდან გადის, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა ამასთან, ტრამპმა ქვეყნისთვის უფრო მომგებიანი და სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების დაწყება დაანონსა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, პარიზის ხელშეკრულება კლიმატის დაცვაზე მეტად, აშშ-ის ხარჯზე სხვა ქვეყნების მიერ სარგებლის მიღებას უფრო ითვალისწინებს. ცნობისთვის, ხელშეკრულება 2020 წლისთვის სათბური აირების შემცირებასა და განვითარებადი ქვეყნებისთვის ეკოლოგიური პრობლემების დასაძლევად 100 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. რესპუბლიკელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკვე გამოეხმაურა. როგორ მაკრონიმ აღნიშნა, ის პატივს სცემს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას. "მე პატივს ვცემ ტრამპის გადაწყვეტილებას, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი პლანეტის წინაშე დაშვებული შეცდომაა. კლიმატთან მიმართებით გეგმა B არ არსებობს, რადგან არ არსებობს პლანეტა B", - განაცხადა მაკრონიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)