|
2017-06-02 14:08:26, 2677 ნახვა
სამართალი საზოგადოება
ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძეს და მეგის ქარდავას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ
თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას, გენშტაბის ყოფილ უფროსს გიგი კალანდაძესა და პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს მეგის ქარდავას შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ. როგორც კომპანია „ფლაი აჭარას“ წარმომადგენელმა ნოდარ კაკაბაძემ განაცხადა, მისთვის სამხედრო ტექნიკის ჩამორთმევაში უშუალოდ ბაჩო ახალაია მონაწილეობდა. ასევე კაკაბაძემ გაიხსენა დაკავების პერიოდი და აღნიშნა, რომ 2009 წელს მისი კომპანიის ქონებით დაინტერესების შედეგად, კომპანიის 2 უკრაინელ მფრინავთან ერთად უკანონოდ დააკავეს. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ კი, „ფლაი აჭარის“ წარმომადგენლობამ აღნიშნულის შესახებ აცნობა უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შედხვედრა გამართა. ამის შემდეგ დაკავებულები გაათავისუფლეს. „მას შემდეგ რაც გამათავისუფლეს, მოვიდნენ კომპანიაში და წაიღეს რამდენიმე ასეული ათასის ქონება, რომელიც განთავსდა „დელტას“ საწყობში. მოვითხოვ, რომ დაისაჯოს ბაჩო ახალაია და ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა“, განაცხადა ნოდარ კაკაბაძემ. კომპანია „ფლაი აჭარის“ წარმომადგენლები პროკურატურაში მათ ინტერესების დამცველ იურისტებთან ერთად იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)