|
2017-06-02 12:08:12, 2062 ნახვა
კომენტარი
ალეკო ელისაშვილი: ქართულმა მხარემ „დასაკლავი კრავივით“ გადასცა ჟურნალისტი აზერბაიჯანს
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ერთმნიშვნელოვანია, რომ ქართული სპეცსამსახურები დაეხმარნენ აზერბაიჯანულ მხარეს ადამიანის გატაცებაში და "დასაკლავი კრავივით გადასცეს ეს ადამიანი საწამებლად“. ელისაშვილის თქმით ამ ფაქტის გამო პასუხის გება ხელისუფლებას მოუწევს. "ერთმნიშვნელოვანია, რომ ქართული სპეცსამსახურები აზერბაიჯანს ადამიანის გატაცებაში დაეხმარნენ და ასე "დასაკლავი კრავივით" გადასცეს ეს ადამიანი მათ საწამებლად. ამაში მე პირადად ეჭვი არ მეპარება. ხელისუფლება ერთმანეთის საწინააღმდეგო განმარტებებს აკეთებს და ინდური ფილმის სცენარს წარმოგვიდგენს. ერთმნიშვნელოვანია, რომ პასუხის გება მოუწევს ხელისუფლებას, ჯეჯელავას თამადობით, ყველას",-განაცხადა ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში 29 მაისს "გაუჩინარდა“. 30 მაისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის აზერბაიჯანში ნაცემ მდგომარეობაში, მალულად გადაიყვანეს. მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის მუხლებით წაუყენეს ბრალი. გუშინ ბაქოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ჟურნალისტს წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)