|
2017-06-01 13:47:00, 1936 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ომბუდსმენი: 2016 წელს ერთ წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა, ეს მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოა
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბები კვლავ მაღალია. ომბუდსმენმა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობაზე, ასევე ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რაოდენობის ზრდის სტატისტიკაზე და ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება. „ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბები კვლავ მაღალია და ჩვენ ამის კონკრეტული ფაქტები გვაქვს ანგარიშში ასახული. ბავშვთა სიღარიბე ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ბავშვთა სიკვდილიანობით საქართველო კვლავ მაღალ პოზიციაზეა. გასულ წელს 0-1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა და ეს მაჩვენებელი კვლავ საგანგაშოა, ასევე ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვთა მდგომარეობის კუთხით არის სერიოზული გამოწვევები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების კუთხით ანუ საკმაოდ ბევრია ის პრობლემები, რომლებსაც ბავშვები აწყდებიან“, - აღნიშნა ნანუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)