|
2017-06-01 12:49:33, 1887 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს განვითარებისთვის თანაბარი პირობები ჰქონდეს
საქართველოს პრემეირ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვუილი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ ყველა ბავშვს განვითარებისთვის თანაბარი პირობები ჰქონდეს. "ყველა ბავშვს მინდა მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი პირობები განვითარებისთვის, მათი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ ყოველკვირეულ სპორტულ აქტივობებში ჩართულ ბავშვთა რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა. განათლების სამინისტრო სპორტის სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს ამ ღონისძიებებს. ასევე, ჩვენ გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომ ზამთრის პერიოდში, ზამთრის სპორტის სახეოებებში იყოს მაქსიმალურად მეტი ბავშვი ჩართული. ასევე, სახელმწიფო აფინანსებს და სუბსიდირებას უკეთებს სპორტული სკოლების ფუნქციონირებას ზამთრის პერიოდში. ზაფხულისთვის გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები ბანაკებთან დაკავშირებით, ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩვენ გავაგრძეელებთ ასევე სოფლად მცირე სკოლების მხარდაჭერის პროგრამას. ყველა ბავშვს ვუსურვებ, რომ მათი ბავშვობა იყოს უფრო და უფრო მეტი სიხარულით აღსავსე",- განაცხადა პრემიერმა. 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ის 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწეს. ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას. ასევე, მისი მიზნაია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)