|
2017-06-01 11:55:23, 2416 ნახვა
სამართალი კომენტარი
შს მინისტრი: ალბათობა, რომ საზღვარი ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია - მაგრამ არსებობს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, თუმცა არსებობს: „საზოგადოებას გვინდა ვამცნოთ, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია სახელმწიფო საზღვრის კონტროლს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს გამშვები პუნქტების გარდა, ტერიტორიების ე.წ. მწვანე ზოლის სასაზღვრო პოლიციის მორიგე ჯგუფების მიერ კონტროლს. ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი შეიძლება ადამიანმა მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია - მაგრამ არსებობს. აზერბაიჯანელი კოლეგების განცხადებით, აფგან მუხთარლის შემთხვევაში სწორედ მსგავს ფაქტთან გვაქვს საქმე. ეს არის საქმეში არსებული ერთადერთი ოფიციალური და სამართლებრივად გამყარებული გარემოება“, - განაცხადა შს მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)