|
2015-04-16 16:15:08, 414 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი: უკრაინის მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებს
„უკრაინის მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებს,“ - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სპეციალური სატელევიზიო პროგრამის "პირდაპირი ხაზის" მსვლელობისას განაცხადა, სადაც კრემლის ლიდერს მოქალაქეები შეკითხვებს უსვამენ. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს დონბასის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაეწყვიტა შეეძლო. პუტინის განცხადებით, მან პოროშენკოს არაერთხელ ურჩია დონბასში სამხედრო მოქმედებების შეჩერება, თუმცა უკრაინამ მისი რჩევა არ გაითვალისწინა. პუტინმა ასევე დასძინა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ის რუსებსა და უკრაინელებს შორის განსხვავებას ვერ ხედავს და ისინი ერთ ერად მიაჩნია. კითხვაზე, არიან თუ არა რუსი სამხედროები უკრაინაში, კრემლის ლიდერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსული ჯარი უკრაინაში შესული არაა. რუსეთის პრეზიდენტი "პირდაპირი ხაზის" მსვლელობისას ბორის ნემცოვის მკვლელობის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, საგამოძიებო ორგანოები მკვლელობის გამოძიების კუთხით კარგად მუშაობენ. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მან არ იცის, არსებობენ თუ არა რუსი ოპოზიციონერის მკვლელობის დამკვეთები. ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ შექმნილი ვითარების მიუხედავად, იგი რუსეთის ეკონომიკის გაჯანსაღებას 2 წელზე ნაკლებ ვადაში ელოდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)