|
2017-05-31 17:29:16, 2268 ნახვა
სამართალი
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალი სამი მუხლით წაუყენეს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას ინფორმაციით, პროკურატურამ საქართველოში "გაუჩინარებულ" ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ბრალი სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით წაუყენა. ჟურნალისტის ადვოკატის თქმით, ის საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს. გარდა ამისა, როგორც თვითონ ჟურნალისტი აცხადებს, მის გატაცებაში ქართველი სპეცსამსახურების მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)