|
2017-05-31 15:47:34, 2228 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის თაობაზე საქართველოში პირველი კონფერენცია გაიმართა
„საქართველოს ბანკმა“ აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის (Wealth Management) თაობაზე თბილისში პირველი რეგიონალური კონფერენცია (Wealth Conference) გამართა. ბანკის განცხადებით, Wealth Conference მიზნად ისახავს მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს, როგორც პრივატული საბანკო მომსახურების რეგიონალური ცენტრის გაცნობას. კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს რეგიონალურ საბანკო ცენტრად ქცევის პერსპექტივები და გამოწვევები, მათ შორის საუბარი იყო საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატის, ქვეყნის ეკონომიკისა და საბანკო სექტორის შესახებ. კონფერენციას დაესწრენ წამყვანი ფინანსური ორგანიზაციები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და რუსეთის ფედერაციიდან, საქართველოს ბანკის საერთაშორისო კლიენტები და სპეციალისტები იურიდიული და საგადასახადო მომსახურეობის სფეროდან. „საქართველოს ბანკი აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით 2005 წლიდან მუშაობს. ბანკი მსოფლიოს მასშტაბით 60-ზე მეტი ქვეყნიდან, ყველაზე წარმატებულ, შეძლებულ პირებსა და მათ ოჯახებს ემსახურება. დღეისათვის ჩვენ ვასრულებთ ოპერაციებს წარმომადგენლობითი ოფისების მეშვეობით აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და დიდ ბრიტანეთში. საქართველოს ბანკის უნიკალური შეთავაზება ჩვენი კლიენტებისთვის, სტაბილურობასა და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, არის ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოში ინვესტირება ქვია, მას კი მრავალი უცხოელი მომხმარებელი ძალიან მიმზიდველად აღიქვამს,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. „საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება კომერციული ბანკების მხრიდან თავიანთი საბანკო საქმიანობის დივერსიფიკაციას და ამ კუთხით ცოდნისა და გამოცდილების დაგროვებას. აღნიშნული მიმართულების განვითარება მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს მრავალფეროვანი ფინანსური მომსახურება კომერციული ბანკებისაგან. მნიშვნელოვანია, აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით უცხოელი მომხმარებლების მზარდი ინტერესი, რაც საქართველოს საბანკო სისტემისადმი მაღალ ნდობაზე მიანიშნებს და დადებითად აისახება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: wm.ge
(R)
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)