|
2017-05-31 15:00:51, 2064 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
თენგიზ გუნავა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის „გაუჩინარების“ ფაქტს სპეცსამსახურების უუნარობას და კრახს უწოდებს
„ევროპული საქართველოს“ წევრის თენგიზ გუნავას შეფასებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების ფაქტი უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურების სრულ კრახზე მიუთითებს. „მინდა გამოვეხმაურო გუშინწინდელ ფაქტს, ყველანი აღმოვჩნდით გაუგონარი ფაქტის წინაშე. თბილისში 29 მაისს, საღამოს, თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გატაცებული იქნა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ეს ადამიანი გატაცების შემდეგ, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიყავდათ გაურკვეველი მიმართულებით. მან გამოიცვალა 3 მანქანა და როგორც თვითონ აცხადებს ბოლოს უკვე აზერბაიჯანულად მოსაუბრე ადამიანებთან ერთად იჯდა, მასზე იყო ტომარა ჩამოცმული და როდესაც ტომარა ახსნეს უკვე იმყოფებოდა აზერბაიჯანის გამშვებ პუნქტში. ეს ყველაფერი მიუთითებს ჩვენი სპეცსამსახურების უუნარობაზე, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურების სრული კრახია და ევროპული საქართველო მოითხოვს უსწრაფესად იქნას გამოძიებული აღნიშნული საქმე. რატომღაც დღეს უმრავლესობის მხრიდან გაურკვეველი კომენტარები ისმის“,– აცხადებს თენგიზ გუნავა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში გუშინ გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი, ბაქოში მალულად გადაიყვანეს. ადვოკატის ცნობით, ჟურნალისტი საქართველოდან ნაცემ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)