|
2017-05-31 14:29:40, 2310 ნახვა
სამართალი კომენტარი
სახალხო დამცველი: შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს: „ეს არის ძალიან სამწუხარო და შეიძლება ითქვას საგანგაშო ფაქტი. როდესაც ქალაქის ცენტრში იკარგება ადამიანი, შემდეგ ვიგებთ, რომ ის სხვა, მეზობელ სახელწმიფოშია, ასევე ის არის წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, უნდა დადგეს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების პასუხისმგებლობის საკითხი. საუბარია აქ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, თუ არ იქნება კითხვაზე პასუხი გაცემული, რამდენად არის ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება დაცული“,-აღნიშნა ნანუაშვილმა. ცნობისთვის, შსს-მ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. შეგახსენებთ, 29 მაისს თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. მოგვიანებით დადგინდა, რომ იგი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აფგან მუხთარლი ამჟამად ბაქოშია დაპატიმრებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)