07:50 - 23 May, 2026
|
2017-05-31 13:08:30, 2507 ნახვა
მსოფლიო
ქაბულში აფეთქების შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა, 300 დაშავდა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 300-მდე ადამიანი დაშავდა. "ეს იყო ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული ავტომობილი, რომელიც გერმანიის საელჩოსთან იყო გაჩერებული. ამ დრომდე გაუგებარია თუ კონკრეტულად რა იყო აფეთქების მიზანი", - აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში. როგორც მედია წერს, დაშავებულთა შორის არიან დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, დაიღუპა საელჩოს დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი. მედიის ცნობით, ახლოს მდებარე შენობები დაიზიანდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)