|
2017-05-31 12:15:35, 2411 ნახვა
სამართალი კომენტარი
ლეილა მუსტაფაევა საქართველოს ხელისუფლებას: სირცხვილი თქვენ, რადგან სიტყვის თავისუფლება გაწირეთ
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, დღეს აზერბაიჯანში სასამართლო სხდომა გაიმართება, სადაც მისი მეუღლის საკითხს განიხილავენ. როგორც მუსტაფაევამ აღნიშნა, გაურკვეველია, თუ როგორ მოხვდა მეისი მეუღლე აზერბაიჯანში ყველანაირი საიდენტიფიკაციო საბუთის გარეშე. “ჩემი ქმარი გუშინ დააკავეს საქართველოში, კერძოდ თბილისში. ამის შემდეგ გადაიყვანეს აზერბაიჯანში ყველანაირი პასპორტის და საბუთის გარეშე. არ ვიცი როგორ დაუშვეს ეს ქართველმა მესაზღვრეებმა. დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი და ისინი მის დაკავებას განიხილავენ. მინდა საქართველოს ხელისუფლებას ვუთხრა: სირცხვილი თქვენ, რადგან სიტყვის თავისუფლება გაწირეთ. მათ მიართვეს აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი ყველანაირი დასაბუთების და მიზეზის გარეშე. ვფიქრობ, რომ ქვეყანა რომელიც ცდილობს დაუახლოვდეს ევროკავშირს ასე არ უნდა იქცეოდეს. აქ რამდენიმე დღე დავრჩები რადგან გარკვეული საბუთები მაქვს მოსამზადებელი“, - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ. ცნობისთვის მთავრობის კანცელარიასთან თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯენელი ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი. მათ მთავრობას მიმართეს, გამოიძიონ საქმე, თუ როგორ მოხვდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სხვა ქვეყანაში საბუთების გარეშე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)