|
2017-05-31 09:38:48, 2038 ნახვა
სამართალი
მეუფე პეტრე მის დაკავებას არ გამორიცხავს
ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მის დაკავებას არ გამორიცხავს. როგორც მეუფემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, ის ყველაფრისთვის მზად არის. „„ღმერთი რა განსაცდელსაც დაუშვებს ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვთვქი, რომ სულის საცხონებლად იქნება ეს ყველაფერი. მე მივეჩვიე, როდესაც ეკლესიური გავხდი, სენაკში ამბობდნენ პირველ ცილისწამებას, რა კარგი ახალგაზრდა იყო და როგორ გადავიოდა ჭკუიდან, როცა ბერობა გადავწყვიტე, შეიცვალა ჩემი ცხოვრების წესი, პირველი წლებიდან და დღეებიდან უფალმა მიმაჩვია ცილისწამების ატანას. საბოლოოდ გამოჩნდება მეუფე პეტრე მტერმოყვარეა პატრიარქის, სიკეთისა თუ ბოროტების მსახურნი. ასეთი რწმენით შევხვდები და გამორიცხვით ამ ქვეყანაში არაფერს არ გამოვრიცხავს. მათ თვითონ მე ვუთხარი მთავარ პროკურორსაც და ქვეყნის პირველ პირსაც, რომ მამაომ მე მითხრა მეთქი საპყრობილეში, რომ ამ ქალმა მომცა ფული, 500 დოლარი და მან დამავალა ციანიდის შოვნა და მერე უკვე იწყება აგენტ-პროვოკატორის ჩართულობა“,-განაცხადა მეუფე პეტრემ. მეუფე პეტრემ დასძინა, რომ დეკანოზს გერმანიაში შორენა თეთრუაშვილის ჩაწერა უნდოდა, რადგან მიხვდა, რომ მის ზურგს უკან მოქმედებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)