|
2017-05-30 19:09:29, 1273 ნახვა
Lifestyle
მშვენიერაძე მუსტაფა ემრე ჩაბუქზე: საქართველოს ხელისუფლება საშიშ და უთავმოყვარეო თამაშში ჩაერთო
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლისა და დემირელის სკოლის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეები უარესია ვიდრე შევარდნაძის ძირგამომპალი ხელისუფლების მიერ რუსეთისათვის ჩეჩნების გადაცემის საქმე, - ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც მშვენიერაძე აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლება საშიშ და უთავმოყვარეო თამაშში ჩაერთო. "ჩვენი, თუნდაც მყიფე, დემოკრატიულობა იმით არის ფასეული, რომ თავისუფალი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ხედავდნენ საკუთარი მომავლის იმედს და თავს გრძნობდნენ ბევრად უსაფრთხოდ, ვიდრე საკუთარ ავტორიტარულ სახელმწიფოებში. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ძალიან ცუდ, საშიშ და უთავმოყვარეო თამაშში ჩაერთო და ადამიანებს, რომელთაც დევნიან საკუთარი სიტყვის გამო არა თუ იცავს, არამედ ავტორიტართა სამსჯავროებს გადასცემს", - წერს მშვენიერაძე. ცნობისთვის, თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი აცხადებენ, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. რაც შეეხება, დემირელის კოლეჯის თანამშრომელს მუსტა ემრე ჩაბუქს, ის თბილისში, 24 მაისს დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)