|
2019-05-22 17:48:13, 2118 ნახვა
სამართალი
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის სერტიფიკატები გადაეცათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო სამკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს. სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ჩატარდა. კურსს ამავე სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. სწავლების დახურვის ცერემონიალს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ზურაბ ჭაბაშვილი და თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი დაესწრნენ. მათ კურსდამთავრებულებს სწავლების დასრულება მიულოცეს, შემდეგ კი შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს. სწავლების განმავლობაში სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები მთიან რელიეფზე გადაადგილებას, დაბრკოლებებისა და მდინარეების გადალახვას, კლდეზე ცოცვას, მთაგორიან რელიეფზე მარშრუტის შერჩევისა და დაგეგმვის ტექნიკას დაეუფლნენ. სასწავლო კურსის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა ფიზიკური მომზადების და სამთო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)