|
2015-04-16 14:26:46, 452 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: იმედი მაქვს, რიგაში სწორად დაიგეგმება საქართველოს მომავალი თავისუფალ ერთა ოჯახში
„იმედი მაქვს, რომ რიგაში ადეკვატურად სწორად დაიგეგმება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი და მათ შორის საქართველოს მომავალი თავისუფალ ერთა ოჯახში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგასთან, ანდრის ბერზინშთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ლატვიელ კოლეგასთან შეხვედრის დროს, ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი იყო, რომელიც რიგაში, მაისში გაიმართება. „უმნიშვნელოვანესი ფორმატია აღმოსავლეთ პარტნიორობის პროცესის გაღრმავება. მაისში განხილული იქნება სწორედ რიგაში, სწორედ იმ ქვეყანაში, რომელსაც ზუსტად, ზედმიწევნითესმის აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა, საქართველოს განსაკუთრებული მისია, რომელიც ჩვენ გვაკისრია ევროპული უსაფრთხოებისა და ევროპულ ერთაოჯახის მომავალში. იმედი მაქვს, რომ რიგაში ადეკვატურად სწორად დაიგეგმება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი და მათ შორის საქართველოს მომავალი თავისუფალ ერთაოჯახში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ანდრის ბერზინშთან შეხვედრისას საუბარი შეეხო თბილისში მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციას, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო კავშირებისა და ხალხებს შორის ურთიერთობის შემდგომ განვითარებას. მხარეებმა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკაზეც იმსჯელეს. „შეხვედრის დროს მივაწოდე ლატვიის პრეზიდენტს ინფორმაცია იმ სირთულეებზე, რაც არსებობს ჩვენს რეგიონში. ასევე ვისაუბრეთ იმ საფრთხეების შესახებ, რომელსაც ქმნიან ის ეგრეთწოდებული “ინტეგრაციისა და მეკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებები”, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო რეჟიმებთან გააფორმა და, რაც რეალურად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“, - განაცხადა მარგველაშვილმა. პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ლატვიელ კოლეგასთან მეგობრულ ურთიერთობაზე და მას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ევროპული არჩევანის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)