|
2017-05-30 11:52:46, 2112 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე ესწრება. დეკანოზის ინტერესებს კვლავ მისი ადვოკატები იცავენ, თუმცა სასამართლო პროცესზე იმყოფებიან სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატებიც. სასამართლო სხდომებში მათი მონაწილეობის საკითხი სწორედ დღეს გადაწყდება. დღევანდელ სხდომაზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან, რის შემდეგაც მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. შეგახსენებთ, 19 მაისს, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ არსებითი სხდომების სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, მამა გიორგი მამალაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და იგივე ქმედებისკენ მოუწოდა მის ადვოკატებსაც. ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნის შესაბამისად, სხდომა დატოვეს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მათ დაარღვიეს საპროცესო კოდექსი და სასამართლო სხდომებიდან ადვოკატები გააძევა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატები დაენიშნა, თუმცა მამალაძის ადვოკატებმა მათი გაძევების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ უკანასკნელმა კი, ისინი სასამართლო განხილვების სხდომებზე დააბრუნა. რაც შეეხება არსებითი განხილვის სხდომების დახურვის მოტივაციას, მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრებისა და პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით მიიღო. ციანიდის საქმეზე სხდომა ბრალდებულის, მისი ადვოკატებისა და სახაზინო ადვოკატების მონაწილეობთ მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)