|
2017-05-30 11:45:07, 2045 ნახვა
სამართალი
უჩა ნანუაშვილი: კიდევ ერთ შანსს მივცემ სასამართლოს, შემდეგ სხდომამდე კარგად მოემზადონ
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უარყოფითად აფასებს მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მას ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება არ მიეცა. ნანუაშვილის თქმით, მოსამართლემ მას უთხრა, რომ არ აქვს საფუძველი რომელიმე ნორმა მიუთითოს იმისათვის, რომ განხილვის პროცესზე პირის დასწრება უზრუნველყოს. „შემომთავაზა, რომ იქნებ შემდეგ სხდომამდე, რაღაცნაირად ორივე მხარემ ვიფიქროთ იმ საფუძველზე, რომელი საფუძვლის შესაბამისადაც, შესაძლებელია სახალხო დამცველის დასწრება ამ დახურულ პროცესზე იყოს უზრუნველყოფილი. გავუმეორე, რომ არსებობს ორგანული კანონი, რომელიც სხვა კანონებზე საკმაოდ მაღლა დგას. სახალხო დამცველის დასწრება მსგავს პროცესზე არსად აკრძალული არ არის. ასევე, სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს მთლიანად ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას, მათ შორის ხელისუფლების ორგანოებში და სასამართლო დარბაზებში. ერთგვარი კაზუსიც არის გეთანხმებით, თუმცა სახალხო დამცველს გააჩნია უფლებამოსილება, მას ჰქონდეს წვდომა, მათ შორის გარკვეულ საიდუმლო ინფორმაციაზე“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა. მისივე შეფასებით, მოსამართლემ კანონი დაარღვია. „კიდევ ერთ შანსს მივცემ სასამართლოს, რომ შემდეგ სხდომამდე კარგად მოემზადონ ამ საკითხთან დაკავშირებით“,- აღნიშნა ომბუდსმენმა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო სასამართლო სხდომაზე სახალხო დამცველს დასწრების საშუალება მიეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)